ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს

პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე მას უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში.

,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

ინიციატივის მიხედვით, თუ პირი საკუთარ აქტივებს ოფშორებიდან საქართველოში გადმოიტანს, ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლდება.

კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “ოცნების” უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს, დოკუმენტი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით შევა ძალაში.

მსგავსი თემები