პრემიერი პრეზიდენტს უცხოური გავლენის აგენტს უწოდებს

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის უცხოური გავლენის აგენტი.

„სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია“ , – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კანონპროექტს, რომლის განხილვაც პარლამენტში ხმაურით მიმდინარეობს, ვეტოს დაადებს.

 

მსგავსი თემები