„ბრძოლას მოვიგებთ მტკიცედ, მშვიდად და ღიმილით“ – აქციის მონაწილეები

პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. როგორც სიტყვით გამომსვლელებ აცხადებენ, ეს პროცესი მუდმივად გაგრძელდება და არ აპირებენ დაშლას. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია – გაიტანონ კანონპროექტი პარლაენტიდან.

„ბრძოლას მოვიგებთ მტკიცედ, მშვიდად და ღიმილით“ – ასეთია აქციის მონაწილეების პასუხი მიმდინარე პროცესებზე.

გუშინდელისგან განსხვავებით, რუსთაველის გამზირზე არ ჩანან სპეცდანიშნლების რაზმები, სამართალდამცველები და წყლის ჭავლის მანქანები. სამართალდამცველები პარალელურ  ქუჩებზე არიან მობილიზებული, ასევემ ისინი იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან.

 

 

 

მსგავსი თემები