თეთრს სახლში, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას აკეთებენ

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს.

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და ის  უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე“ – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

შტატები საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია.

„შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედია ორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას. ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე,” – აღნიშნა პატელმა.

 

მსგავსი თემები