მთავრობის კანცელარიასთან ვითარება დაიძაბა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ვითარება დაიძაბა. აქციის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ კანცელარიაში შევიდნენ და პრემიერ მინისტრს შეხვდნენ. კანცელარია სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაც ხდება.

ალეკო ელისაშვილი ცდილობდა კამცელარიაში შეხვლას, რისი საშუალბაც მას არ მისცეს.  განსაკუთრებით აქტიურობენ პოლიტიკური ლიდერები და ითხოვენ მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას. ის სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

მსგავსი თემები