„მერაბიშვილი ან გახარია რომ ყოფილიყო, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით“ – ირაკლი კობახიძე

„გუშინ შსს-ს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, კანონპროექტის მიღებას წინ ვერფერი დაუდგება.

„ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს შსს-ის ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას“ – აცხადებს პრემიერი.

 

 

 

 

მსგავსი თემები