აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთ საათიან ვადას აძლევენ

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ და ვადას აძლევენ.

„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი.  ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას“ – ეს განცხადება აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხის ძალა უნდა დაინახოს.

„ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან? დღესვე… გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, 1 წლის წინ, როცა ახალგაზრდების ჩამოვარდნილ თმებზე საუბრობდნენ. ყველა თმა დათვლილია, როგორც სახარება გვეუბნება. დიახ, თქვენ იმყოფებით ქართველი ხალხის წნეხის ქვეშ. გაიტანეთ ეს რუსული კანონი, გააკეთეთ განცხადება.

ვისაც გონება შეგრჩათ, გონება არ არის მარტო კალკულატორი და შემოსავლების თვლა. გონება არის ის, რაც მომავალს ხედავს და წარსულს აფასებს და აწმყოს ადეკვატურად უყურებს. თქვენი გულის იმედი არ გვაქვს, თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის იმედი გვაქვს. ჩვენ ველოდებით 1 საათის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებას, რომ ისინი ხედავენ ქართველი ხალხის პოლიტიკურ ნებას და ბრუნდებიან საკონსტიტუციო სივრცეში”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

 

მსგავსი თემები