აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

აქციის მონაწილეების მხრიდან ხელისუფლებისთვის მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა. აქციის ორგანიზატორიების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ. მთავრობის ადმინსტრაციას სამართალდამცველები იცავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის კანცელარიიდან პრემიერი უნდა გამოვიდეს და ხალხს დაელაპარაკოს.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელწმიფოს კანცელარიასთან და მოვითხოვოთ რომ გამვოიდე პრემიერ მინისტრი და დაგველაპარაკოს“ – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ აქციაზე, რის შემდეგაც მასა მთავრობის კანცელარიისკენ დაიძრა.

 

 

მსგავსი თემები