პრეზიდენტი ელჩებს შეხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდება. შეხვედრა  14:00 საათზე გაიმართება.

მეტი...

მხარს ვუჭერ და გთავაზობთ ერთიანი სიის იდეას – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები და წყენა, გთავაზობთ საერთი სიის გზით სიარულს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე ვივა მედიდან ჩართვის დროს განაცხადა. ,,ჩვენი ამოცანა ახლა პოლიტიკოსების არის გაერთიანება, მხარს ვუჭერთ და 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც ერთიანი სიის იდეას, რომელიც შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, წინასწარ გამოცხადებას ამ ტექნოკრატიული მთავრობის, რომელიც იქნება მიმართული ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვუშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს, ნეიტრალურ პლატფორმაზე არც ერთი…

მეტი...

,,ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს” – NGO-ები შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ

,,ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და შსს-ს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა, ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე, დროულად მიაწოდოს ადვოკატებს…

მეტი...

ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში, საფრანგეთის პრეზიდენტი რა შუაშია საერთოდ – პაპუაშვილი პრეზიდენტზე

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ის ყველანაირ ზღვარს სცდება. ასე აფასებს ის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის და საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მიმართვას, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ. ,,საერთოდ სასწაულია უკვე, ქალბატონი სალომე ყველანაირ ზღვარს სცდება. გამოდის, რომ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში. არც კი ვიცი, საერთოდ ასეთი გამოცდილება ისტორიაში თუ არსებობდა. არ მინდა, შევადარო რაღაც ცენტრებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ჩვენ გვახსოვს მაშინ, როცა 30 წლის წინ საქართველო იყო ნაწილი საბჭოთა კავშირისა, ცენტრში როცა მიდიოდა ჩივილები. ეს მიდგომა…

მეტი...

აქციის მონაწილე, რომელსაც ოჯახი ეძებდა ბოკერიას სახელობის კლინიკაშია

ახლობლების ცნობით, იპოვეს აქციის მონაწილე, რომელსაც გუშინდელი ღამის შემდეგ ოჯახი ეძებდა. თორნიკე მარუაშვილის ბიძაშვილი ამბობს, რომ 29 წლის ბიჭი ბოკერიას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. დამატებითი ინფორმაცია და ის, თუ რა დაზიანებები მიიღო მან, ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

პროევროპულ საპროტესტო აქციებს თბილისში ყურადღების მიქცევა სჭირდება – ჰარმსი

პროევროპულ საპროტესტო აქციებს თბილისში ყურადღების მიქცევა სჭირდება, – წერს ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი და გუშინდელი აქციიდან ვიდეოს აზიარებს, რომელშიც ჩანს როგორ სცემს სპეცრაზმელი მოქალაქეს. ,,პროევროპულ საპროტესტო აქციებს თბილისში ყურადღების მიქცევა სჭირდება. წუხანდელი ამბები აჩვენებს პოლიციის ძალადობის ესკალაციას”, – წერს ევროპარლამენტარი.

მეტი...

რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ! – მოსამართლე ლევან დარბაიძე

მოსამართლე ლევან დარბაიძე რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტსა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: ,,თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას (78-ე მუხლი), ჩემ სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!”, – წერს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

მეტი...

არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას – ზივზივაძე

არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას, – წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე. ,,არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას”, – წერს ზივზივაძე.

მეტი...

,,გრძელდება მშვიდობიანი დემონსტრაციის რეპრესიული მეთოდებით დაშლის მცდელობა” – საია-ს მიმართვა შსს-სა და ხელისუფლებას

,,ხელისუფლების მხრიდან ისევ გრძელდება რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციის რეპრესიული მეთოდებით დაშლის მცდელობა,” – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და შსს-ს მოუწოდებს შეწყვიტონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენება. ,,საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ისევ გრძელდება რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციის რეპრესიული მეთოდებით დაშლის მცდელობა, რაც მიზნად ისახავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მუხტის შესუსტებას. ადგილი აქვს აქტიური სპეციალური საშუალებების ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე საერთაშორისო სტანდარტის დარღვევით გამოყენებას ახლო მანძილიდან. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო (21:55) მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიური სპეციალური საშუალებების: სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის გამოყენება, რათა დემონსტრანტებს დაეტოვებინათ პარლამენტის უკან…

მეტი...

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათზე განახლდება

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს, 12:00 საათზე განახლდება. საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა და რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვა სწორედ 12:00 საათზე გაგრძელდება.  

მეტი...

ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია – DRI

,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ცნობით, 16 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს კვლავ ძალისმიერი მეთოდებით დაუპირისპირდა. ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტები და შეამოწმოს სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ ბრძანების კანონიერება. ,,მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშავდა. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის რამდენიმე მონაწილეს, მათ შორის, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს. სამართალდამცავის უმთავრესი ვალდებულება მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვაა. სამწუხაროდ, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცავები თავად…

მეტი...

,,დაიჭირეს და სასტიკად სცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე, დაკავებულია მისი ძმაც, სკოლის მოსწავლე” – ჯაფარიძე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე წერს, რომ გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაიჭირეს და სცემეს ,,ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი”, გია ჯოხაძე, დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო ჯოხაძეც, რომელიც სკოლის მოსწავლეა. ,,დაიჭირეს და სასტიკად ცემეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გიგა ჯოხაძე. Giga Jokhadze დაკავებულია მისი ძმაც, სანდრო Sandro Joxadze – სკოლის მოსწავლე. გიგასნაირი მშვიდი, გაწონასწორებული და თავმდაბალი ადამიანი ბევრი არ ვიცი. ჭიანჭველას რომ მართლა ფეხს არ დაადგამს. გიგაც დაიჭირეს. რუსული კანონის მიღების შემდეგ რას იზამენ, ადვილი წარმოსადგენია. რუსული კანონი ეხება ყველას, ყველა მოქალაქეს – სტუდენტებს, მოსწავლეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ფერმერებს, მეცნიერებს,…

მეტი...

ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი, საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან! – ეპისკოპოსი საბა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის წევრი უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან. იხილეთ სრულად: ,,მსურს გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია. მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან! ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების…

მეტი...

არა რუსულ კანონს – ნიუ-იორკში რუსული კანონის წინააღმდეგ ქართველებმა აქცია გამართეს

ნიუ-იორკში რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეებს თან ჰქონდათ ბანერები: ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”; ,,წიწაკის სპრეი შეასხით ერთმანეთს რუსებო”; ,,არა რუსულ კანონს”. შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” დღეს, 17 აპრილის აპირებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყაროს კენჭი რუსულ კანონს. პარალელურად პარლამენტთან 12:00 საათიდან ისევ გაიმართება აქცია. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან საღამოსაც.

მეტი...

ოჯახი ეძებს აქციის მონაწილეს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა

ოჯახი ეძებს ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც გუშინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა. 29 წლის თორნიკე მარუაშვილი მასწავლებელია. ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი თეა ადეიშვილი კი წერს, რომ ამ მომენტის შემდეგ გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი.

მეტი...

,,ალა ლუსულ კანონს” გადაგექცევათ: ,,ალა ქართულ ოცნებას!” – ნინო ხარატიშვილი

,,ალა ლუსულ კანონს” გადაგექცევათ: ,,ალა ქართულ ოცნებას!”, – წერს მწერალი ნინო ხარატიშვილი Facebook-ზე და ,,ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას და ამის გამო საზოგადოების პროტესტს ეხმაურება. ცნობისთვის, ,,ალა ლუსულ კანონს” – რამდენიმე დღის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა მინისტრი წულუკიანი სტენსილს წარწერით – ,,თეა, კულტურა შენი სპორტი არაა!”.

მეტი...

„საქართველო ევროპაში“ – ცნობილი ფეხბურთელის სოლიდარობა

გიორგი ჩაკვეტაძე, ცნობილი ქართველი ფეხბრთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ითამაშა და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს. „საქართველო ევროპაში“ – ასეთია ცნობილი ფეხბურთელის პოზიცია.

მეტი...

ცნობილი ფეხბურთელი საქართველოში მიმდინარე პოლიტკურ პროცესებზე

ცნობილი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა საქართველოში მიმდინარე პროცესებს – ბრძოლას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონორიექტის წინააღმდეგ სოლიდარობას უცხადებს და საკუთარ პოზიციას გამოხატავს. აღნიშნულმა ფრაზებმა სოციალური ქსელები მოიცვა.    

მეტი...