მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს – ყაველაშვილი

მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, უნდა გაემიჯნო ამ ნაძირლებს, – ამბობს რუსული ოცნების მხარდამჭერი, “ხალხის ძალის” დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.

,,ფეხბურთელებმა რა დაწერეს – “არა რუსულ კანონს”-ო არ დაუწერიათ. მერე ჩვენ რას ვიძახით – არ ვიძახით, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია? შეიძლება გულშემატკივრობენ აქციის მონაწილეებს, რა მოხდა მერე. აქციაზე ქართველი ბავშვები და ადამიანები არ დგანან? როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდა მხარდამჭერები არიან ფეხბურთის გულშემატკივრები – ისე ისინიც არიან ფეხბურთელების გულშემატკივრები.

რა გინდა რომ მითხრა – ხვიჩა კვარაცხელია აქციის მონაწილეებს უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? – რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას ფეხბურთელების პოსტებს. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ მეთქი. ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ”, – ამბობს ყაველაშვილი.

მსგავსი თემები