არა რუსულ კანონს! – ბათუმში 19:00 საათზე აქცია დაანონსდა

დღეს, 17 აპრილს, ბათუმში, თბილისის პარალელურად, 19 საათზე  აქცია გაიმართება. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ერას მოედანზე შეიკრიბებიან.

,,გუშინ, ახალგაზრდები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, ჟურნალისტები სცემეს, ჩვენ გვცემეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, დედებს შვილები გაულახეს, ჩვენ გაგვილახეს და ჩვენ გვეტკინა.
გუშინ, ევროპულ მომავალს გვართმევდნენ, ჩვენ გვართმევდნენ და ჩვენ გვტკიოდა.
არ შეგეშინდეს, ერთად ყველაზე ძლიერები ვართ, დაგვიდექით ახალგაზრდებს გვერდით, დღეს, ევროპის მოედანზე, ჩვენი მომავალი წყდება”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

მსგავსი თემები