„ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“ – პრემიერის გაფრთხილება

პრემიერ მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, სამართალდამცველები  უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ.

„რამდენიმე შემთხვევაში, უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელსა და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდათ, დროულად გაეწიათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მინდა მადლობა გადავუხადო“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ყველა დამნაშავე უკაცრესად აგებს პასუხს.

„მინდა გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. განსაკუთრებით მკაცრად მოეთხოვებათ პასუხი იმათ, ვინც კულისებში იმალებიან. პროცესები წარიმართება კულისებიდან. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, განსაკუთრებით კულისებიდან მოქმედი ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეყვანილ ადამიანებს ძალადობისა და პროვოკაციებისთვის იყენებენ. კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ“ – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები