,,საქართველოსთვის” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

,,საქართველოსთვის” დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ,,ოცნების” რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:

,,თქვენ ხართ ადამიანთა ერთადერთი ჯგუფი, რომლებიც კიდევ გაიძახიან, რომ ეს კანონი არ არის რუსული, ჰოდა დაუჭირეთ მხარი ორივე ჯგუფს. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის ეს კანონი კანონი ვერ იქნება, ამიტომ ჩვენი ჯგუფი დღეს ტოვებს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს საკუთარ თავს,  ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ,,საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.  

მსგავსი თემები