,,ყველამ კეთილი ინებოს და დისკუსიაში ჩაერთოს” – კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია

პრემიერი კობახიძის თქმით, ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ და ის გამჭვირვალობასა და საჯაროობას ითვალისწინებს. კობახიძემ არგუმენტები ვერც დასავლელი პარტნიორების განცხადებებში დაინახა – ,,ნული არგუმენტი” ასე შეაფასა კობახიძემ ოლაფ შოლცის, იენს სტოლტენბერგის და სხვა დასავლელი ლიდერების მოწოდებები.

კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია:

,,არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას. თუ სურთ ელჩებს იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ჩემი წინადადება რჩება ძალაში”, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი თემები