ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის – კობიაშვილი ნაკრების ფეხბურთელებზე

ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, – თქვა “ოცნების” დეპუტატმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილი, რომელმაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

,,ტყუილია რასაც საუბრობთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ. ნაკრების ფეხბურთელები საუბრობენ იმაზე, რაც დიდი ხანია დაადასტურეს, როგორც ღირსეულად, დამსახურებულად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ასე ღირსეულად, დამსახურებულად, გავალთ.

ბიჭებს ჩემი პასუხის გაცემა არ სჭირდებათ, ეს ბიჭები საუბრობენ იმას, რასაც ვიძახით ჩვენ ყოველთვის, რომ ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, არის ევროპაში, ეს დაადასტურეს ამ ბიჭებმა თავისი ღირსებით, როდესაც ღირსეულად და დამსახურებულად გავიდნენ”, – აღნიშნა კობიაშვილმა.

მსგავსი თემები