საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად – საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ,,საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის ფარგლებში ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა წარმოებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთის N2 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა პროექტის შესაძლებლობებსა და შეთავაზებებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებათ უკეთ გაიცნონ ენერგეტიკის სექტორი. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა, თორნიკე აფრიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ელექტროენერგიის გენერაციიდან მიწოდებამდე სრული ციკლის შესახებ. ამასთანავე,…

მეტი...

წყალტუბოსა და ხონში ვეტერანებისთვის ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ ჩატარდა

მიმდინარე წლის 6 და 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 21-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, ორივე მუნიციპალიტეტში, ისარგებლა სამსახურის 230-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 145 ვეტერანი, ხოლო 85_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 432 ოპტიკური სათვალე; აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ,…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები იტალიაში საკვებ პროდუქტს იპარავდნენ

იტალიაში, სუპერმარკეტების ქსელიდან საკვები პროდუქტების ქურდობისთვის, 47 წლის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლიციის ცნობით, საეჭვო ქმედება მაღაზიის დაცვამ შენიშნა. პოლიციის მისვლამდე კიდევ ორმა ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა. Lidl-ის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა, რომ სამი პირი მაღაზიის პროდუქტს ტანსაცმლის ქვეშ მალავდა. მათ ყველის, ზეითუნის ზეთის, შოკოლადის, ტუნას, ხორცის კონსერვების და ორაგულის მოპარვა სცადეს.

მეტი...

,,კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – ლონდონი” – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები აქციას აანონსებენ

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან, 9 აპრილს, 17:00 საათზე, აქციას აანონსებენ. ,,დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ვეწინააღმდეგებით საქართველოს ხელისუფლების მიერ “რუსული კანონის” ხელმეორედ ინიციირებას და მოვითხოვთ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას, რადგან ის საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც “რუსული კანონის” მიღება არც შარშან დაუშვა საქართველოში და წელსაც აპროტესტებს. ამ ბრძოლას ერთიანობით მოვიგებთ! ჩვენც თქვენ გვერდით ვართ! ხვალ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს საელჩოსთან ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შეგვტკივა საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! მისამართი: 20 St.George’s Square,…

მეტი...

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაშია მოთავსებული. გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

EURO 2024-ზე დასწრების მსურველთათვის WizzAir გერმანიის მიმართულებით რეისებს ამატებს

ავიაკომპანია WizzAir ივნისში, EURO 2024-ზე ფარგლებში საქართველოს ნაკრების თამაშებისთვის, გერმანიის რამდენიმე ქალაქში სპეციალურ ფრენებს ამატებს. 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან – გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. დამატებულ რეისებთან ერთად კომპანიის რეგულარული ფრენებიც განხორციელდება. როგორც ირკვევა, ფრენის ღირებულება 199 ევროა. ,,ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელიც თან ახლავს თითოეულ თამაშს. ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ,…

მეტი...

,,თუ ეს საკითხი წინ წაიწევს, დაგვაკვირდით” – მეთიუ მილერი

,,თუ ეს საკითხი წინ წაიწევს, დაგვაკვირდით”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოიწვევს თუ არა საქართველოში ,,რუსული კანონის” მიღება სანქციებს. ,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, ზიანს მიაყენებს. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ”, – თქვა მილერმა დღესვე.

მეტი...

,,ამაყი ვარ, რომ ვიდექი იქ, სადაც წყდებოდა ჩემი ქვეყნის ბედი” – 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველზე, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, დაშავდა ასობით. მშვიდობიან მოქალაქეებს ტანკებით, მომწამლავი ქიმიური საშუალებებით, ცეცხლსასროლი იარაღით, სასანგრე ბარებით დაუპირისპირდნენ. 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი მიიღო. დღეს საქართველო დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. მემორიალთან მოქალაქეები და 9 აპრილის აქციის მონაწილეები ღამითვე შეიკრიბნენ. ,,ეს არის ჩემთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, საოცარი ემოციით დატვირთული, დღე, როდესაც გაერთიანებულმა ქართველმა ერმა შეძლო ყველაზე სანუკვარის მოპოვება, რასაც ჰქვია…

მეტი...

,,ხელს ურტყამენ 70 წლის კაცს, ამათ რა უნდა მოვთხოვო” – ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა კაცი პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მალხაზ გიორგაძე გასულ ღამეს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ მისი გაჩერება სცადა, თუმცა ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. დაზარალებული ამბობს, რომ პოლიცია საცხოვრებელ სახლში წაჰყვა, შეიჭრნენ მის ბინაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის ხანშიშესულ მამას. ოჯახის ცნობით, ჩხრეკის ორდერის არარსებობის მოუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ბინა. ნაცემი კაცი კლინიკა ,,ვივამედშია” გადაყვანილი. ,,ჩემი ქმარი ტიროდა, რომ ხელი დამარტყესო, 70 წლის არის ჩემი ქმარი, შვილს გადაეღობებოდა წინ მამა, როცა არ არის დამნაშავე, და ხელს ურტყამენ 70 წლის კაცს, ამათ რა პასუხი უნდა…

მეტი...

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ქურდობის ბრალდებით, 22 და 45 წლის, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც პოლიციამ აღნიშნა, ,,ყურადღებიანი მოქალაქე” მანქანაში ორ თავდაპირველად უცნობ მამაკაცს დააკვირდა. ისინი საეჭვოდ იქცეოდნენ, რის შემდეგაც მოქალაქემ პოლიციას მიმართა. მათ მანქანა გააჩერეს, სადაც ,,საეჭვო კრიმინალური ქონება აღმოაჩინეს”.  

მეტი...