,,ხელს ურტყამენ 70 წლის კაცს, ამათ რა უნდა მოვთხოვო” – ოჯახი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს

ახალგაზრდა კაცი პოლიციის თანამშრომლებს ძალადობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მალხაზ გიორგაძე გასულ ღამეს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ მისი გაჩერება სცადა, თუმცა ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

დაზარალებული ამბობს, რომ პოლიცია საცხოვრებელ სახლში წაჰყვა, შეიჭრნენ მის ბინაში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის ხანშიშესულ მამას. ოჯახის ცნობით, ჩხრეკის ორდერის არარსებობის მოუხედავად, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ბინა. ნაცემი კაცი კლინიკა ,,ვივამედშია” გადაყვანილი.

,,ჩემი ქმარი ტიროდა, რომ ხელი დამარტყესო, 70 წლის არის ჩემი ქმარი, შვილს გადაეღობებოდა წინ მამა, როცა არ არის დამნაშავე, და ხელს ურტყამენ 70 წლის კაცს, ამათ რა პასუხი უნდა მოვთხოვო”, – ამბობს გაზარალებული დედა, მანანა გიორგაძე.

მსგავსი თემები