იტალიაში, სუპერმარკეტების ქსელიდან საკვები პროდუქტების ქურდობისთვის, 47 წლის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. პოლიციის ცნობით, საეჭვო ქმედება მაღაზიის დაცვამ შენიშნა. პოლიციის მისვლამდე კიდევ ორმა ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა.
Lidl-ის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა, რომ სამი პირი მაღაზიის პროდუქტს ტანსაცმლის ქვეშ მალავდა. მათ ყველის, ზეითუნის ზეთის, შოკოლადის, ტუნას, ხორცის კონსერვების და ორაგულის მოპარვა სცადეს.