,,კი ევროპას! არა რუსულ კანონს! – ლონდონი” – დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები აქციას აანონსებენ

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ლონდონში, საქართველოს საელჩოსთან, 9 აპრილს, 17:00 საათზე, აქციას აანონსებენ.

,,დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველები ვეწინააღმდეგებით საქართველოს ხელისუფლების მიერ “რუსული კანონის” ხელმეორედ ინიციირებას და მოვითხოვთ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის უკან გაწვევას, რადგან ის საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროინტეგრაციის პროცესს.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც “რუსული კანონის” მიღება არც შარშან დაუშვა საქართველოში და წელსაც აპროტესტებს. ამ ბრძოლას ერთიანობით მოვიგებთ! ჩვენც თქვენ გვერდით ვართ!

ხვალ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს საელჩოსთან ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შეგვტკივა საქართველოს დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზე.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

მისამართი: 20 St.George’s Square, Pimlico, London SW1V 2HP”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები