საფრანგეთი დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად – საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება და წერს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას.

,,საფრანგეთი საქართველოსა და ქართველების გვერდით დგას დღევანდელ, ეროვნული ერთიანობის დღეს, რომლითაც აღინიშნება 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენა და 1989 წელს ანტისაბჭოთა დემონსტრანტების ტრაგიკული და სისხლიანი რეპრესია. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ის დგას ქართველების გვერდით, მათი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები