,,თუ ეს საკითხი წინ წაიწევს, დაგვაკვირდით” – მეთიუ მილერი

,,თუ ეს საკითხი წინ წაიწევს, დაგვაკვირდით”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოიწვევს თუ არა საქართველოში ,,რუსული კანონის” მიღება სანქციებს.

,,ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული. თუ ამ კანონს მიიღებენ, ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, ზიანს მიაყენებს. ის უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, ჯერ არ მიუღიათ”, – თქვა მილერმა დღესვე.

მსგავსი თემები