საქართველოს, შესაძლოა, მოსაზღვრე სოფელი გადაეცეს – სომხური მედია

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრის დემარკაციაზე მუშაობის ფარგლებში, შესაძლოა, სომხეთმა საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელი ჯილიზა გადასცეს. აღნიშნული ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია.

Yerkir.am წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყვეს და არც დაადასტურეს აღნიშნული და განაცხადეს, რომ დემარკაციის პროცესის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას თავის დროზე მიაწვდიან.

მსგავსი თემები