,,უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უაზროა, რადგან ის მიუღებელ ცნებებს ეფუძნება.

მან მიუღებელი უწოდა გეგმას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის 1991 წლის პოსტსაბჭოთა საზღვრები უნდა აღდგეს.

,,ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ზელენსკის ამ ფორმულების საფუძველზე. როგორ შეიძლება სერიოზულმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონში, ბრიუსელში, ლონდონში, პარიზში ან ბერლინში განაცხადოს, რომ ზელენსკის ფორმულას ალტერნატივა არ აქვს. და ამ ფორმულის არსი ის არის, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ყირიმი, დონბასი, ნოვოროსია. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კონტრიბუცია. ხელმძღვანელობა უნდა მივიდეს ჰააგაში და ჩაბარდეს ტრიბუნალს, რუსეთი ნებაყოფლობით დათანხმდეს თავისი შეიარაღების შეზღუდვას, ყოველ შემთხვევაში ევროპის მოსაზღვრე რეგიონებში. აი, ამას ხალხი სერიოზულად ამბობს, ღიმილის გარეშე, რომ ეს ერთადერთი ფორმულაა,” – ამბობს ლავროვი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს მოსკოვთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმას, გარდა სამშვიდობო გეგმისა.

მსგავსი თემები