,,პუტინი ცდილობს, ,,კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს” – ზელენსკი

,,პუტინი ცდილობს, “კროკუს სითი ჰოლის” თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი მზადაა, რუსული საზოგადოების გასაერთიანებლად ნებისმიერი საბაბი გამოიყენოს. ზელენსკი ასევე თვლის, რომ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება არ უნდა.

,,მას მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე, მეტი ხალხის მობილიზება სჭირდება. გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არავის მობილიზება არ შეუძლია პატიმრების გარდა. მას მუდმივი საპასუხო ქმედებები სჭირდება, რომლებსაც მისი საზოგადოების მობილიზება შეუძლიათ უკრაინის წინააღმდეგ”, – ამბობს ზელენსკი.

მსგავსი თემები