,,კითხვა არ არის თავდასხმა, ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან” – გურამ მაჭარაშვილი

,,კითხვა არ არის თავდასხმა, ნელ-ნელა გამოვიდეთ მონური ფსიქოლოგიიდან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც პაველ ჰერჩინსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

,,კითხვა არ არის თავდასხმა, მეგობრებო. ნელ-ნელა გამოვიდეთ ამ მონური ფსიქოლოგიიდან, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნაციონალურ მოძრაობას, რომ კითხვა არ არის თავდასხმა. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, მინდა კითხვა დავსვა ისევ და აქვე გეტყვით, თავს კი არ ვესხმი ვინმეს. კითხვის უფლება ხომ გვაქვს? მინდა კითხვა დავსვა ევროკავშირის ელჩის ქვეყანაში კეთილსინდისიერებას უცხოური ძალები უმოწმებენ მოსამართლეებს?”, – ამბობს მაჭარაშვილი.

მსგავსი თემები