ბაკურიანში, მეორე დღეა თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ეძებენ

ბაკურიანში, მეორე დღეა თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ეძებენ. ოპერაცია დილის 7 საათიდან განახლდა, მასში ჩართულია ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა, დრონები. ვერტმფრენს შემთხვევის ადგილზე, რომელიც რთულ რელიეფზეა, ცოცხალი ძალა გადაჰყავს.

პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივებიც, ადგილზე ოცკაციანი მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს.

,,მოხდა ზვავის ჩამოწოლა და ვერ მოახერხა გამოსვლა, ამას ადგილობრივები, ვინც იქ ახლდა, ხედავდნენ თავისი თვალით. თვითმხილველები, არ დაზარალებულან, არიან რა თქმა უნდა, შოკირებულები, მეგობრები იყვნენ. შსს-ს სათანადო სამსახურმა დაახლოებით დილის 7 საათზე განაახლა სამუშაოები, შეასრულეს 3 რეისი. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გადაიყვანეს მაშველები, გუშინდელთან შედარებით მაშველები დამატებულია, ადგილობრივებმაც გამოაცხადეს თანხმობა და მზადყოფნა რომ დაეხმარონ მაშველებს”, – ამბობს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი.

მსგავსი თემები