კანდიდატმა ქვეყნებმა გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში – COSAC-ის დოკუმენტი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების (COSAC) ფორმატში გამართული პლენარული სხდომის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა დოკუმენტი მიიღეს. ,,იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატენს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რათა გაფართოებულმა ევროკავშირმა გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერია დოკუმენტში. COSAC კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც უკრაინის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან.

მეტი...

პაკისტანში ჩინელ ინჟინრებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მანქანა კაშხლის პროექტზე მომუშავე ჩინელი ინჟინრების კოლონას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბოლო კვირის განმავლობაში, უკვე მესამე დიდი თავდასხმაა. რეგიონული პოლიციის უფროსის, მოჰამად ალი განდაპურის განცხადებით, ჩინელი ინჟინრები ისლამაბადიდან თავიანთ ბანაკში, კაშხლის სამშენებლო მოედანზე დასუში, ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, პაკისტანელი თვითმკვლელი მათ მანქანით შეეჯახა, ,,თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჩინეთის ხუთი მოქალაქე და პაკისტანელი მძღოლი”. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არავის აუღია.

მეტი...

აშშ-ში კიბერ საფრთხის გამო, ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიბერ საფრთხის გამო, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ,,ეს მნიშვნელოვანი მავნე კიბერაქტივობა აგრძელებს არაჩვეულებრივ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის,” – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. პრეზიდენტის ბრძანებით, საგანგებო მდგომარეობა 2024 წლის 1 აპრილის შემდეგ კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. ცნობისთვის, აშშ-ში პირველი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გარე კიბერ საფრთხეებთან, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2015 წლის 1 აპრილს შემოიღო. მას შემდეგ ის ყოველწლიურად გრძელდება სტანდარტული პროცედურის მიხედვით.

მეტი...

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე სადამკვირვებლო მისიას გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს. ,,გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი დაინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ხელმძღვანელად 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე. ის არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილებით. მას ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციაში და მშვიდობის შენარჩუნებაში მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც MINUSMA-ს პოლიციის კომისარი (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).…

მეტი...

,,გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!” – აშშ-ის საელჩო

,,გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!”. ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა და მთელ საქართველოს ისტორიული გამარჯვება მიულოცა. ,,ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ თამაშში საბერძნეთს, პენალტების სერიაში 4:2 მოუგო. საქართველო ევროპა 2024-ში ითამაშებს.

მეტი...

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ფლეი-ოფის ფინალში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია მოიპოვა. სანაკრებო გუნდს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა. ,,მადლობა ბიჭებო! გმადლობთ, გუნდო! მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის. კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ. იმ დროს, რაცა ყოველდღე ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

მეტი...

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენზე წარადგინეს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მივიდა. მთავრობის მეთაურმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა. „დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული…

მეტი...

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს. ,,სხდომაზე განიხილეს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის პერსპექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის პრინციპების საფუძველზე. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უახლოესი მომავლისთვის საქართველოს მთავრობის მიზანია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. სხდომაზე ასევე განიხილეს ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის სამოქმედო გეგმა, ერთიანი ევროს გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონიტორინგისთვის საჭირო ეფექტიანი ღონისძიებები”, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ადმინისტრაციის ცნობით, ამავე…

მეტი...

ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება – კახა კალაძე

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. „გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, –…

მეტი...