უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

უკრაინა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ფლეი-ოფის ფინალში ისლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ევრო 2024-ზე კვალიფიკაცია მოიპოვა. სანაკრებო გუნდს გამარჯვება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიულოცა.

,,მადლობა ბიჭებო! გმადლობთ, გუნდო! მთელი ქვეყნისთვის მონიჭებული უსაზღვრო ემოციებისთვის. აბსოლუტური გამარჯვებისთვის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის.

კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად: როცა უკრაინელებს უჭირთ, მაგრამ არ ნებდებიან და ბრძოლას აგრძელებენ, მაშინ აუცილებლად იმარჯვებენ.

იმ დროს, რაცა ყოველდღე ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ ყოველდღე ვამტკიცებთ: უკრაინელები არიან და იქნებიან! უკრაინა არის და იქნება! მადლობა გამარჯვებისთვის! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები