პაკისტანში ჩინელ ინჟინრებს თავს დაესხნენ – არის მსხვერპლი

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, მანქანა კაშხლის პროექტზე მომუშავე ჩინელი ინჟინრების კოლონას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბოლო კვირის განმავლობაში, უკვე მესამე დიდი თავდასხმაა.

რეგიონული პოლიციის უფროსის, მოჰამად ალი განდაპურის განცხადებით, ჩინელი ინჟინრები ისლამაბადიდან თავიანთ ბანაკში, კაშხლის სამშენებლო მოედანზე დასუში, ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, პაკისტანელი თვითმკვლელი მათ მანქანით შეეჯახა, ,,თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჩინეთის ხუთი მოქალაქე და პაკისტანელი მძღოლი”.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არავის აუღია.

მსგავსი თემები