საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე სადამკვირვებლო მისიას გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს.

,,გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი დაინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ხელმძღვანელად 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე. ის არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილებით. მას ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციაში და მშვიდობის შენარჩუნებაში მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც MINUSMA-ს პოლიციის კომისარი (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში). ის დიმიტრიოს კარაბალისს პოსტს დაიკავებს,” – წერია ევროპული საბჭო მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები