კანდიდატმა ქვეყნებმა გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში – COSAC-ის დოკუმენტი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების (COSAC) ფორმატში გამართული პლენარული სხდომის ფარგლებში ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტებმა დოკუმენტი მიიღეს.

,,იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატენს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად. ამავდროულად, უნდა განხორციელდეს აუცილებელი რეფორმები, რათა გაფართოებულმა ევროკავშირმა გააგრძელოს ეფექტიანად ფუნქციონირება ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერია დოკუმენტში.

COSAC კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვას, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც უკრაინის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან.

მსგავსი თემები