,,ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 48% არის ვაქცინირებული”- ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ძალიან დაბალი გვაქვს ვაქცინაციის მაჩვენებელი, 48% არის მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინირებული”- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი ძირითადად ბუსტერ დოზების ხარჯზე მიმდინარეობს.

,,ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, ძირითადად ბუსტერ დოზების ხარჯზე. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში დავუშვით ვაქცინის მეოთხე დოზა 50 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, რისკის ჯგუფის მქონე პირებისთვის და სამედიცინო მუშაკებისთვის. ამ შემთხვევაში, მეოთხე დოზა განიხილება, როგორც შესაძლებლობა, იმუნიტეტის შემცირების კვალდაკვალ, იმუნური დაცვის მაჩვენებლის გასაზრდელად,”- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ძალიან დაბალი ვაქცინაციის მაჩვენებელია და ა საუბარი იმაზე, რომ კორონვირუსის პანდემია დასრულდა, არასწორია.

,,ძირითადი ნაკადი ვაქცინაციის, სწორედ მეოთხე და პირველი ბუსტერ დოზაა. ახალი პირები ვაქცინაციის პროცესში სამწუხაროდ არ ერთვებიან. ვაღიარებთ, რომ ძალიან დაბალი გვაქვს ვაქცინაციის მაჩვენებელი. 48% არის მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინირებული. დაბალი პროცენტია, თუმცა საუბარი იმაზე, რომ კორონვირუსის პანდემია დასრულდა და, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე შეგვიძლია კონტაქტი, მოძრაობა და გადაადგილება არასწორია,”- განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა  ,,მედიაცენტრ მთავარში” .

კორონავირუსის მეშვიდე ტალღა – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში” – (mcm.ge)

მსგავსი თემები