ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში – ზელენსკი

,,ვითარება ფრონტზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში”. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ ტელეკომპანია BFM-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები სირთულეებს განიცდიან “საარტილერიო ჭურვების ნაკლებობის, საჰაერო ბლოკადის, რუსული შორი მოქმედების იარაღისა და რუსეთის ფედერაციის დრონების მაღალი სიმკვრივის გამო”.

Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ “რუსეთის შეტევა შეჩერებულია” და მისი არმია “კარგავს სასიცოცხლო ძალების დიდ რაოდენობას”. თუმცა, მისი თქმით, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს “ერთ თვეში ან კვირაში”, თუ უკრაინის არმია საკმარის მხარდაჭერას არ მიიღებს.

მსგავსი თემები