საქართველო იმ პოპულარული ქვეყნების სამეულშია, სადაც რუსები სახლებს ყიდულობენ

საქართველო, რუსების მიერ საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის, ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის სამეულში მესამე ადგილზეა.

კვლევის თანახმად, რეიტინგში თურქეთი ლიდერობს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი უძრავი ქონების შეძენაზე განაცხადებმა 40%-ზე მეტი შეადგინა. თუმცა ერთი წლის წინ ამ ქვეყანაში საცხოვრებელს რუსები 39,5%-ით უფრო ხშირად ეძებდნენ.

მეორე ადგილზე ტაილანდია – უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსების განაცხადები მთლიანი მოთხოვნის 17%-ს შეადგენს. ერთ წელიწადში ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებზე რუსების ინტერესი 43%-ით გაიზარდა.

საქართველოში კი, კვლევის შედეგებით, უძრავი ქონების შესაძენად რუსების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში წარდგენილი განაცხადები მთლიანი მოთხოვნის თითქმის 13%-ს შეადგენდა. თუმცა 2023 წლის თებერვალში საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 24%-ით მეტი იყო.

მსგავსი თემები