,,უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების” გამო, ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატიური პერსონალი გამოიყვანა

,,უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების” გამო, ევროკავშირმა ჰაიტიდან დიპლომატიური პერსონალი გამოიყვანა. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

,,ამჟამად ჩვენ გამოვიყვანეთ EU-ის ყველა თანამშრომელი ჰაიტიდან. უსაფრთხოების სიტუაციის დრამატული გაუარესების საპასუხოდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შემცირებულიყო ჩვენი საქმიანობა ადგილზე და გადავიყვანეთ EU-ს დელეგაციის პერსონალი პორტ-ო-პრენსში უფრო უსაფრთხო ადგილას ქვეყნის ფარგლებს გარეთ,” – განაცხადა სტანომ.

 

მსგავსი თემები