ორიოლის ოლქში ნავთობის რეზერვუარი იწვის, ხანძარია “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც

დრონით თავდასხმის შედეგად, რუსეთში ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთ – ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში.

ოლქის გუბერნატორმა თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა:

,,დილით, კსტოვოს ინდუსტრიულ ზონას, საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს, თავს დაესხნენ უპილოტო საფრენი აპარატები”, – წერს ნიკიტინი თავის Telegram არხში.

TASS-ის ცნობით, კომპანია “ლუკოილი”, რომელიც ფლობს ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, იუწყება, რომ საწარმოში ტექნოლოგიური განყოფილების მუშაობა “ინციდენტის გამო” შეჩერებულია. რომელ ინციდენტზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული.

გარდა ამისა, ორიოლის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონის დარტყმამ ცეცხლი გამოიწვია ორიოლის ნავთობის საცავში. მის ჩაქრობას 60-მდე ადამიანი და სახანძრო მატარებელი ცდილობს. გუბერნატორი ამბობს, რომ მსხვერპლი არ არის.

მსგავსი თემები