ვინ არის იტალიაში ქართველის მიერ მოკლული ქართველი ემიგრანტი

იტალიაში, 2 მარტს, სალერნოს რეგიონში ქართველმა ქართველი ემიგრანტი მოკლა. მოკლული 49 წლის პავლე შუბითიძეა.

ქართველის მკვლელობის საქმეზე, ადგილობრივმა პოლიციამ ოლეგი ჭუჭულაშვილი დააკავა.

თვითმხილველების თქმით, საღამოს 19 საათზე ორ პირს შორის დაიწყო ფიზიკურ დაპირისპირება, რის შედეგადაც ერთ-ერთი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

კონფლიქტის წარმოშობისა და მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი პირის საქართველოში გადმოსვენების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი თემები