სიახლე მოგზაურებისთვის – რა შემთხვევაში დაჯარიმდებით 3 000 ან 50 000 ევროთი

მალიორკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, ებრძოლონ დაუმორჩილებელ ტურისტებს დასვენების ცხელ წერტილში „ნულოვანი ტოლერანტობის“ გეგმების შემოღებით და მათ 3000 ევრომდე დაჯარიმებით, ანტისოციალური ქცევისთვის.

მაიორკას დედაქალაქ პალმას მერმა, ხაიმე მარტინესმა განუცხადა გასართობი ინდუსტრიის ლიდერებს ბერლინის ITB ტურისტულ გამოფენაზე, რომ ის და მისი ადმინისტრაცია მუშაობენ კუნძულზე “გავრცელებული” უპასუხისმგებლო ტურიზმის შესაჩერებლად.

,,ეს ნაბიჯი აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ბალეარის კუნძულების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ესპანეთის ახალი კანონები, რაც იმას ნიშნავს, რომ დამსვენებლები მალე დაჯარიმდებიან ქუჩაში ალკოჰოლის დალევისთვის.

ოქტომბერში გაირკვა, რომ ცუდი ქცევის მქონე ტურისტებს შესაძლოა აეკრძალოთ კუნძულებზე შესვლა, მათ შორის იბიცასა და მაიორკაზე.

კუნძულების ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაუმე ბაუზამ დაადასტურა, რომ შავი სიის შექმნის იდეა განიხილება, როგორც უფრო მკაცრი ზომების პაკეტი, რომელიც მზადდება პოპულარული მიმართულებების ანტისოციალური ვიზიტორების წინააღმდეგ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოვერტურიზმის წინააღმდეგ არსებულ რეგიონულ კანონში ცვლილებების მოსამზადებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს სურთ, ქუჩაში სიმთვრალე ჯარიმით დაისაჯოს.

მაიორკაში დაფუძნებულმა პატივცემულმა გაზეთმა Diario de Mallorca-მ დაწერა, რომ წინადადება ადგილზე ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ბარათის სვიპინგის აპარატების გამოყენებით, არის ერთ-ერთი ახალი ღონისძიება, რომელიც წამოაყენეს.

დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოთავაზებულ ცვლილებებს, მოამზადა იურიდიულმა ფირმამ, რომელიც მდებარეობს მალიორკის დედაქალაქ პალმაში, სასტუმროების, რესტავრატორების, ბარებისა და ღამის კლუბების მფლობელების მონაწილეობით მათი ასოციაციების მეშვეობით.

მათ შორისაა Playa de Palma Hotel Association და CAEB Restaurant Association of Mallorca.

ცვლილება მოიცავს ასევე 50 000 ევრომდე ჯარიმას დამსვენებლებისთვის, რომლებიც გადახტებოდნენ სასტუმროს აივნიდან, ასევე ალკოჰოლის ოდენობის შეზღუდვას სრულ ინკლუზიურ სასტუმროებში, ჭამის დროს”, – წერს deilymail

მსგავსი თემები