რუსეთში, სამ ოლქში დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, გასული ღამის განმავლობაში 6 უკრაინული დრონით შეტევა მოიგერიეს. უწყება წერს, რომ ერთი დრონი შეაჩერეს კურსკის ოლქის თავზე, 3 გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში და 2 ტულას ოლქში.

მსხვერპლის ან ზარალის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისთვის, გუშინ დრონით თავდასხმის შედეგად, კურსკის ოლქში სამთო-გადამამუშავებელ ქარხანაში, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ქარხანა არის რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი რკინის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების საწარმო. ის ეკუთვნის კომპანია “Металлоинвест”-ს რომელიც ეკუთვნის მილიარდერ ალიშერ უსმანოვს.

მსგავსი თემები