ჯო ბაიდენი ნიკი ჰეილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ

ჯო ბაიდენი ნიკი ჰეილის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მის საარჩევნო კამპანიას შეუერთდნენ.

„ტრამპმა თქვა, რომ ჰეილის მხარდამჭერები არ სჭირდება. მე კი ვამბობ, რომ ამ ადამიანებისთვის ჩემს საარჩევნო კამპანიაში ადგილი მოიძებნება”, – ნათქვამია თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაში.

მანამდე დონალდ ტრამპის მთავარმა კონკურენტმა რესპუბლიკური პარტიიდან ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას ეთიშება, თუმცა საკუთარი მხარდამჭერებისთვის ტრამპის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებია. ამის გამო ჰეილი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა.

მსგავსი თემები