თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფიც იმყოფებოდა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.

მსგავსი თემები