ეუთოს 45-მა წევრმა ქვეყანამ ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებას მხარი დაუჭირა

ეუთოს 45-მა წევრმა ქვეყანამ, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების რუსეთის მიერ თვითნებური დაკავების საპასუხოდ, ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ 45 ქვეყნის სახელით ეუთოში ლუქსემბურგის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟან გრაფმა მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენი დელეგაციები, დღეს, უკრაინის მხარდაჭერით, გაუგზავნიან ODIHR-ის დირექტორს, მატეო მეკაჩის, შემდეგ წერილს, რომელშიც გამოყენებული იქნება “მოსკოვის მექანიზმი”, რადგან ჩვენ კვლავ ვგრძნობთ შეშფოთებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის შედეგად, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების გამო”, – განაცხადა დიპლომატმა.

“მოსკოვის მექანიზმი” ეუთოს ათი ან მეტი მონაწილე სახელმწიფოს ჯგუფს აძლევს საშუალებას შექმნას დამოუკიდებელი ექსპერტების მისია, რათა შეისწავლოს განსაკუთრებით სერიოზული საფრთხე ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესრულებაზე ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში. ასეთმა მისიამ, ეუთოს ადამიანის განზომილების მუდმივ ორგანოსთან – დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) კოორდინაციით, უნდა დაადგინოს შესაბამისი ფაქტები, მოამზადოს მოხსენება და ასევე შეიძლება წარმოადგინოს რეკომენდაციები შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ.

მსგავსი თემები