ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარია. ინფორმაციას და ფოტო მასალას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები