საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა – Freedom House

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ინდექსი 100-დან 58 ქულით არის შეფასებული. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 22 ქულა მიენიჭა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი 60-დან 36.

ანგარიში, რომელიც 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს ეხება, სრულად ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. თუმცა, მის მთავარ მიგნებებში ნახსენებია ე.წ. რუსული კანონი, რომლის მიღებაც “ქართულმა ოცნებას” გასულ წელს სურდა და მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ უკან გაიწვია.

მსგავსი თემები