გორში მატარებელი ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა გორის შემოსასვლელთან – რამდენიმე წუთის წინ,  ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი ლიანდაგებზე არაფხიზელ მდგომარეობაში გადადიოდა. ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უთხრეს, ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით ((რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს.

მსგავსი თემები