მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში გადაიდო. მიზეზი საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პირის ადვოკატის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმის სხდომა იყო ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო კოლეგიას სთხოვეს მესამე პრეზიდენტისთვის სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცა, თუმცა მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

არსებული ინფორმაციით, მომდევნო სხდომა 11 მარტს, 12-ის ნახევარზე ჩაინიშნა.

მსგავსი თემები