ნავალნის, 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც ციმბირის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს, 29 თებერვალს, სავარაუდოდ, მოსკოვის ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას 24 თებერვალს გადაეცა.

მსგავსი თემები