„მექსიკელებს ამაყს გავხდი“ – დვალიშვილის ფოტოს მექსიკელები აქვეყნებენ

მექსიკელები სოციალურ ქსელში, მათივე ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი, ქართველი მებრუძოლის ფოტოს აქვეყნებენ,  ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის მოგება უკვე მეორე კვირაა მთელი ქვეყნის სიხარულის მიზეზია, წარმატებული სპორტსმენებით, მხოლოდ ჩვენ კი არა მსოფლიო ამაყობს, პარადოქსია, მაგრამ ის ხალხიც კი ამაყობს, ვისი მეტოქეებიც ჩვენი სპორტსმენები იყვნენ.

ბრძოლამდე რამდნიმე დღით ადრე მერაბ დვალიშვილმა საკუთარი მოგება დააანონსა და სოციალურ ქსელით მექსიკელ სეხუდოს განუცხადა, რომ მექსიკელების დროშასაც ის ააფრიალებდა:

„მექსიკელ ხალხს გავახარებ, მათ სჭირდება ისეთი ვინმე ვინც მათ დროშას წარადგენს , მექსიკას წარვადგენ და მექსიკელებს ამაყს გავხდი, ჰენრი პატივს გცემ მაგრამ შენ დაეცემი,“ – შეგახსენებთ ,რომ დვალიშვილმა დანაპირები შეასრულა, 19 თებერვალს სეხუდო დაამარცხა, მეორე და მესამე რაუნდებში ქართველის უპირატესობა იმდენად დიდი და თვალსაჩინო იყო, რომ მცირე ეჭვსაც კი ვერავინ შეიტანდა იმაში, რომ UFC-ში ზედიზედ მე-10 გამარჯვებას უახლოვდებოდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო ხელში აყვანილი ატარა გალიის დიაგონალზე, რაც უკვე იკონური მომენტია, და ჭიდაობის ოლიმპიური ჩემპიონი და ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი მარკ ცუკერბერგის წინ დააგდო.

მსგავსი თემები