ონკოპაციენტები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ონკოპაციენტები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. მათ დღეს ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს.

აქციის მონაწილეები მკურნალობის დაფინანსებას და 25 ათასლარიანი ზღვრის მოხსნას ითხოვენ. ასევე ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილ მედიკამენტებზე დეფიციტია.

,,12 თებერვალს შევიტანეთ პრემიერთან წერილი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და 16 თებერვალს გვქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან არაპროდუქტიული, რადგანაც ჩვენ ვერცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ გაგვცეს, ვერ გვითხრეს როდის გამოსწორდება ეს ხარვეზები. სწორედ ამიტომაც, დღეს ჩვენ შევიტანთ ისევ წერილს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, ონკოპაციენტები და მათი ახლობლები 3 მარტს პარლამენტთან აქციასაც აანონსებენ.

მსგავსი თემები