,,საქართველო სათაგურში გაება” – რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი

,,უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად,”- ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს ვიცესპიკერი, კონსტატნტინ კოსაჩევი წერს.

კოსაჩევი საქართველო-რუსეთს  შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებას გამოეხმაურა.

,,გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა საქართველო გააფრთხილა რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების შესახებ. ევროკავშირმა – საქართველო, არა ევროკავშირის წევრი, საქართველოს ურთიერთობაზე მესამე ქვეყანასთან, რომელიც ასევე არაა ევროკავშირის წევრი. საქართველო კი დუმს!

ასე გამოიყურება სუვერენიტეტის სრული დაკარგვა. ასე გამოიყურება გეოპოლიტიკური მონობა, თუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი. უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. სწორედ ამაში გაება საქართველო თავისი ევროპისკენ სწრაფვით, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. საბედნიეროდ, არა რუსეთთან ერთად”,- წერს კოსაჩევი.

მსგავსი თემები